გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების გაფართოებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა
2016 წლის 1 აგვისტოს, სასტუმრო “რუმს”-ში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით და USAID-ის პროექტ G4G-ის მხარდაჭერით გაიმართა გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების გაფართოებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა.
შეხვედრის შედეგად შეჯერდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის პოზიციები და განხილულ იქნა სახელმწიფო უწყებებისათვის წარსადგენი გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის გეგმა.
საბოლოო კერძო-საჯარო დისკუსია, სადაც საჯარო უწყებებს ერთობლივად შემუშავებული რეფორმის სამომავლო გეგმა უნდა წარედგინოს, გაიმართება 2016 წლის 9 აგვისტოს “ტექნო-პარკ საქართველო”-ში.