„გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანია“

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (ALFG) ახორციელებს პროექტს „გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანია“, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით.
2016 წლის 14 ივნისს, შედგა გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანიის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა გადახდისუუნარობის სისტემის მთავარ პრობლემებსა და ხარვეზებზე, გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანიის სტრატეგიაზე.
პროექტის მიზანია, საჯარო დისკუსიებისა და განხილვის შედეგად, შეიქმნას გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის კონცეფცია.