„გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანია“

2016 წლის 25-26 ივნისს, სასტუმრო „ კროუნ პლაზა ბორჯომში“, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ USAID -ის პროექტ G4G -ის მხარდაჭერით გამართა კერძო/საჯარო დისკუსია გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის საჭიროებასა და არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს დადებით და უარყოფით მხარეებზე. დისკუსია გაიმართა სიფას მიერ განხორციელებული პროექტის „გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში და მასში მონაწილეობას იღებდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, როგორც ქართული გადახდისუუნარობის სისტემის მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიცირება, ასევე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებების გაცვლა. მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მსგავსი ფორმატის შეხვედრებში ჩაერთონ აქტიურად, რაც სამომავლოდ ხელსშეუწყობს რეფორმის დაწყებას და წარმატებით განხორციელებას.