გელა ბერაძე

გელა ბერაძე 2001-2004 წლებში დასაქმებული იყო შპს „საქარის მარანში“ იურისტად, 2005-2007 წლებში საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის პილოტური პროექტის ფარგლებში მუშაობდა კონსულტანტის თანამდებობაზე. 2007 წლიდან დღემდე დასაქმებულია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში იმერეთის-ზესტაფონის ბიუროს უფროსად.

 

გელა ბერაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაფინანსებულ არაერთ პროექტში.

 

გელა ბერაძეს მინიჭებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის ღირსების ორდენი.