გელა სიორდიამ 2003 წელს მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2004 წლიდან მუშაობდა თვითმმართველობის ორგანოებში და პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადსხვა უნივერსიტეტში.
2005 წლიდან მუშაობა დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურში. იგი იყო ერთერთი პირველი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების სისტემის ჩამოყალიბებაში. დღეისათვის ის ამ სამსახურში ქუთაისის ბიუროს უფროსის პოზიციას იკავებს.
გელა სიორდია არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ექსპერტი სისხლის სამართლის პროცესში. მას ასევე აქვს ადვოკატებისათვის პროფესიული ეთიკის საკითხებზე, სასამართლო ადვოკატირების უნარ-ჩვევებზე, გადაწყვეტილებათა დასაბუთებაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და სხვა საკითხებზე ტრენინგების ჩატარების მდიდარი გამოცდილება.