გიორგი ჯუღელი არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საკორპორაციო სამართლის მიმართულებით ასევე ინვესტორთა საბჭოს იურიდიული მრჩეველი. 2010 – 2017 წლებში იგი მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სამართლის პროგრამების (EWMI-JILEP და EWMI-PROLoG) კომერციული სამართლის მრჩეველის პოზიციაზე. იგი არის ორი სამეცნიერო მონოგრაფიისა და არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
გიორგი ჯუღელს დამთვარებული აქვს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და იურიდიული ფაკულტეტები. 2005 წელს დაცვა სადოქტორო დისერტაცია ბრემენის უნივერსიტეტში (გერმანია) და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2008-2010 წლებში ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სამეცნიერო გრანტით იგი მუშაობდა მაქს-პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში (ჰამბურგი, გერმანია).