ირაკლი კორძახია

ირაკლი კორძახია 1990-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სპეციალობების ფაკულტეტზე,  1990-1995 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 2002 წ. დაამთავრა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი იურისპრუდენციის სპეციალობით. 2004 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა-  მიენიჭა ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი.  1998 წ. მიიღო UC Davis-ის სერტიფიკატი (კალიფორნია) საბანკო საქმიანობის წარმოებაში.

არის სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციის წევრი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (1996 წლიდან), ადვოკატთა ასოციაცია (2005 წლიდან), საქართველოს ლიზინგის ასოციაცია (2005 წლიდან), ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოს თავმჯდომარე 2010 წლიდან.

1999-2002 წლებში მუშაობდა World Bank-ისა  და IFAD-ის საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრში საკრედიტო კავშირების კანონპროექტის შექმნაზე, ატარებდა ლექციებს საკრედიტო კავშირების მენეჯერებისთვის.  2003-2004 წლებში IBRD-ის პროექტის ფარგლებში მუშაობდა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებებზე – კერძოდ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაზე.  2004-2009 წლებში ACDI/VOCA-ს მიერ განხორციელებული USAID-ის პროექტის ფარგლებში მუშაობდა ლიზინგის კანონპროექტზე.

ირაკლი კორძახია სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა IBRD-სა და IFC-ში ადგილობრივ ექსპერტად, სს “აბსოლუტ ბანკში”, სს “თბილინტერბანკში” იურიდიული სამსახურის უფროსად.