ირაკლი შონია

ირაკლი შონია საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილეა. იგი ამ თანამდებობას 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს და ზედამხედველობას უწევს ხარისხის მონიტორინგისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებს.

2008–2013 წლებში მუშაობდა იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოში. მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა სწავლების, პროფესიული სტანდარტებისა და გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის უზრუნველყოოფის საკითხები.

ირაკლი შონია იურისტთა პროფესიული საზოგადოების აქტიური წევრია. 2012–2013 წლებში იგი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.

2007 წლიდან, ირაკლი შონია აქტიურად არის ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურის  ადვოკატებისთვის სხვადასხვა ტრენინგ-მოდულებისა  შემუშავებაში. იგი ასევე სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ევროსაბჭო, ევროკავშირი,  ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში) სერტიფიცირებული ტრენერია პროფესიული ეთიკის, სისხლის სამართლის პროცესის, სასამართლო უნარ-ჩვევების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის, სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებისა და სამართლებრივი მართლწერის, ასევ არასრულწლოვანტა მართლმსაჟულების საკითხებში.

ირაკლი შონია აქტიურად მონაწილეობს Legal Aid Reformers’ Network–ში, რომელიც მუშაობს პოსტ–სოციალისტურ  ქვეყნებში იურიდიული დახმარების სისტემების რეფორმის და სისხლის სამართლის ადვოკატებისათვის პროფესიული სტანდარტების შემუშავების მიმართულებით.

2016 -2017 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი.

2015 წლიდან,  არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

2013 – 2014 თებერვალი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ( იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა) ხელმძღვანელი

2013  დან 2017 წლამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების მოწვეული  სპეციალისტი