ქეთევან ქვარხცავა 1997 წლიდან ეწევა პროფესიულ საქმიანობას, კარიერა დაიწყო რამდენიმე კომერციულ ბანკში, ასევე ამერიკის განვითარების სააგენტოში, ხოლო 2001 წლიდან იურიდიული ფირმა „ბიელსი“-შია დასაქმებული ადვოკატად, 2005 წლიდან აღნიშნული კომპანიის პარტნიორია.
ქეთევანი ასწავლიდა საერთაშორისო კერძო სამართალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის რამდენიმე საქველმოქმედო, პროფესიული და ბიზნეს ორგანიზაციის მმართველი ორგანოს, მათ შორის ამერიკის სავაჭრო პალატის და იურიდიული ფირმების ასოციაციის ბორდის წევრი.
ქეთევანმა პროფესიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Wake Forest University School of Law და Stanford University Graduate School of Business. 2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა პროფესიული გამოცდები და 2004 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.