კონფერენცია ,,პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა – სამართლებრივი ასპექტები და პრობლემები”
2018 წლის 18 მაისს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ გამართა კონფერენცია თემაზე – ,,პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა – სამართლებრივი ასპექტები და პრობლემები”.
კონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე – ზვიად კორძაძე, თავმჯდომარის მოადგილე – ქეთევან ქვარცხავა, თიბისი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – ეკატერინე ეგუტია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი – ნატა ძველიშვილი.
მომხსენებლები დამსწერე საზოგადოებას ესაუბრნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიტყვის თავისუფლების ფარგლები, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის უფლების შინაარსი. ასევე, კონფერენციზე მიმოხილული იქნა საქმიანი რეპუტაციისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სასამართლო პრაქტიკა. ერთმანეთისგან გაიმიჯნა არაქონებრივი და მორალური ზიანის ცნება იურიდიულ პირებთან მიმართებაში. ასევე, ამ და სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო სიტყვის თავისუფლების დაცვის ამერიკულ სტანდარტზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებზე ჟურნალისტური ეთიკის გადმოსახედიდან.
კონფერენცია აქტიური კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. ღონისძიება თიბისი ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი ადვოკატები, იურისტები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.