კვლევის პრეზენტაცია – “საკუთრების უფლების დაცვის გარანტიები სისხლის სამართლის პროცესში”
2019 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა), სასტუმრო “რუმსი თბილისი”-ში, გამართა კვლევის პრეზენტაცია – “საკუთრების უფლების დაცვის გარანტიები სისხლის სამართლის პროცესში”.
კვლევა განხორციელდა სიფას სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველო”-ს ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა სისხლის სამართლის პროცესში ქონების დაყადაღებისა და ჩამორთმევის, აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებისა და დაკავშირებული საკითხების კვლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ასევე საქართველოს კანონმდებლობის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება.
კვლევა განხორციელდა ექსპერტების – დავით კვაჭანტირაძის (სიფას სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიული ფირმა VBAT პარტნიორი), თინათინ ცხვედიანის (სიფას წევრი, იურიდიული ფირმა VBAT უფროსი იურისტი) და ალექსანდრე ნოსელიძის (სიფას სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის წევრი, ადვოკატი) – მიერ.
კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადვოკატები, მოსამართლეები, შსს-ს, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.