„მეწარმეთა შესახებ კანონის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“

2016 წლის 1 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა/ბიზნეს ლანჩი თემაზე „მეწარმეთა შესახებ კანონის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“. ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი ადვოკატები.
ღონისძიებაზე განიხილეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პრაქტიკაში გამოყენების პრობლემატიკა, მათ შორის სასამართლო პრაქტიკაში არსებული პრობლემები და საკანონმდებლო ხარვეზები. კერძოდ, მომხსენებლთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები ეხებოდა შპს-ში დირექტორის გათავისუფლების და პარტნიორის გარიცხვის საკითხს, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დანიშვნას და არაიდენტიფიცირებული წილის გადანაწილებას სასამართლოს მიერ. სასამართლო პრაქტიკის და კანონის ხარვეზები განხილულ იქნა ნამდვილ საქმეებზე დაყრდნობით. შეხვედრა მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიის და აზრთა გაცვლის ფორმატში.
ლანჩ შეხვედრები საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ერთ-ერთი მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ამ ტიპის შეხვედრების მიზანია იურიდიულ წრეში აქტუალური საკითხების განხილვა და ადვოკატთა ცოდნის დონის გაღრმავება მათთვის მნიშვნელოვან თემებში.