პროგრამა

ს ა ა რ ჩ ე ვ ნ ო    პ რ ო გ რ ა მ ა

ადვოკატთა უფლებების დაცვა

  • უფლებათა დაცვის ინსიტუციონალიზაცია: ასოციაციაში უნდა შეიქმნას ადვოკატთა უფლებების დარღვევაზე რეაგირების მუდმივმოქმედი ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფის ფუნქცია იქნება ერთი მხრივ, ადვოკატთა უფლებების დარღვევაზე შემოსულ იმ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივი რეაგირება, რომელიც ითხოვს ასეთ ჩარევას, ხოლო მეორე მხრივ, ამ საქმეების შესწავლა, მონიტორინგი და უფლებადარღვეული ადვოკატების ინტერესების დაცვა.
  • საადვოკატო საქმიანობის დაცვა არაადვოკატი პირებისგან და ისეთი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება, რომლის მიხედვითაც საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება, მათ შორის საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების უფლება, ექნება მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის წევრს.
  • ადვოკატის, მის საცხოვრებელი სახლის, სატრანსპორტო საშუალების ან მისი ოფისის ჩხრეკისას ან სხვა საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას საპროცესო გარანტიების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას.
  • რეაგირების საერთაშორისო მექანიზმის შექმნა, ადვოკატის უფლების დარღვევის გამოვლენის და აღმოფხვრის მიზნით.
  • ყოველწლიურად ან ექვს თვეში ერთხელ გამოიცეს და გავრცელდეს მოხსენება ადვოკატთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ (ფაქტების აღწერა, რეაგირება, საერთო პრობლემების იდენტიფიკაცია).
[blockquote text=”- ასოციაცია ადვოკატისთვის და არა ადვოკატი ასოციაციისთვის” show_quote_icon=”no”]

რეგიონების განვითარება

  • რეგიონული ოფისების შექმნა
    • გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარება
    • რეგიონალური/ახალი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება
  • რეგიონალური ბიბლიოთეკების შექმნა და განვითარება.
  • საქმის ელექტრონული წარმოების დანერგვა. სასამართლოსთან და პროკურატურასთან ადვოკატის დისტანციური ურთიერთობის უზრუნველყოფა.
  • აღმასრულებელი საბჭოს სხდომების ჩატარება რეგიონებში, რეგიონში მომუშავე ადვოკატების მასზე დასწრების შესაძლებლობის მიზნით.
  • კვლევის ჩატარება რეგიონში არსებულ საჭირებებზე და ერთ-ერთ პრიორიტეტად ამ საჭიროებებზე რეაგირების განსაზღვრა.
  • მეტი ტრენინგების და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა რეგიონებში.
[blockquote text=”- მეტი შესაძლებლობები რეგიონებში” show_quote_icon=”no”]

სისხლის სამართლის
პროცესის საკითხები

  • დაკავებულ პირთა შესახებ საინფორმაციო ცხელი ხაზის შექმნა სახელმწიფოს მიერ, სადაც ნებისმიერ ადვოკატს ექნება უფლება მიიღოს ინფორმაცია მისი დაკავებული კლიენტის ადგილსამყოფელის, დაკავების დროისა და გამოძიების მწარმოებელი ორგანოს შესახებ.
  • საშვის გარეშე ადვოკატის შესვლა ნებისმიერ დაწესებულებაში, კლიენტთან, მათ შორის, დაკავებულ კლიენტთან დაუყოვნებლივ შეხვედრის მიზნით.
  • ადვოკატების მიერ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, რომელშიც შესული იქნება სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეებში ხშირად გამოყენებული ერთი და იგივე მოწმეები და დაზარალებულების მონაცემები. მნიშვნელოვანი პრაქტიკის გაზიარება ცალკეული დანაშაულების მიხედვით.
  • გამოსაკითხი პირის სასამართლოში მიყვანის უფლების მინიჭება ადვოკატისათვის.
  • ადვოკატის ინიციატივით ამოღებული მტკიცებულების ბრალდების მხარის მიერ პირველადი გამოკვლევის უფლების გაუქმება.
  • საგამოძიებო სამსახურებში შესვლისას ადვოკატის ჩხრეკის და პირადი ნივთების ჩამორთმევის დაუშვებლობა (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).
  • ასოციაციის სისხლის სამართლის ჯგუფის ფარგლებში ანალიტიკური ცენტრის შექმნა  (პრაქტიკის ანალიზი, თეორიულ საკითხებზე ადვოკატებისათვის კონსულტაციის გაწევა, დახმარების აღმოჩენა ექსპერტების (მათ შორის უცხოელი) მოძიების მხრივ);
  • ადვოკატისათვის დაზარალებულის რეალური დაცვის შესაძლებლობის დაბრუნება.
  • გამოძიების მონაცემების გამჟღავნების აკრძალვის საკითხის იმგვარი მოწესრიგება, რაც ერთი მხრივ, ხელს არ შეუშლის დაცვის უფლების განხორციელებას და მეორე მხრივ, თანაბარ პირობებში ჩააყენებს დაცვის და ბრალდების მხარეს.
  • ინფორმაციის/მტკიცებულების გამოთხოვის გამარტივებული პროცედურების დადგენას სსსკში, როგორც კომპიუტერული ინფორმაციის, ისე სხვა სახის ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში.
  • სტაჟიორი ადვოკატებისათვის სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა
  • დანაშაულის პროვოცირების აკრძალვის უზრუნველსაყოფად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების მხარდაჭერა.
[blockquote text=”- საადვოკატო საქმიანობის უფლება მხოლოდ ადვოკატს” show_quote_icon=”no”]

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საკითხები

  • პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოსვლის უფლების მხოლოდ ადვოკატისთვის მინიჭება.
  • ადვოკატის ხარჯების ზედა ზღვარის შეზღუდვის მოხსნა.
  • სამოქალაქო სამართლის პროცესში შეჯიბრებითობის პრინციპის გაძლიერება.
  • მოსამზადებელი ეტაპის გაძლიერება.
  • სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სასამართლოს მიერ განხილვის ახალი რეგულაციების შემოღება.
[blockquote text=”- საადვოკატო საქმიანობის უფლება მხოლოდ ადვოკატს” show_quote_icon=”no”]

ადვოკატის სოციალური
გარანტიები

  • ადვოკატთა სოლიდარობის ფონდის შექმნა. ფონდის მიზანი იქნება ადვოკატის დახმარება მისი ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის, ან სხვა სოციალური გაჭირვების შემთხვევაში. ასევე, მაგალითად, ადვოკატის დახმარება, თუ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და ის თავად საჭიროებს ადვოკატის დაქირავებას, ან ექსპერტიზების ჩატარებას და ა.შ.
  • ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევის პროგრამა – სპეციალურად ადვოკატებისათვის შექმნილი პაკეტი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით.
  • ადვოკატთა პასუხისმგებლობის დაზღვევის პროგრამა
[blockquote text=”- ასოციაცია ადვოკატისთვის და არა ადვოკატი ასოციაციისთვის” show_quote_icon=”no”]

ეთიკა

  • ეთიკის კომისიაში 2 წელიწადში ერთხელ წევრთა როტაციის უზრუნველყოფა.
  • ეთიკის კომისიის მიერ  უფლებამოსილების განხორციელებისას ინფორმაციის/დოკუმენტების გამოთხოვის უფლების საკანონმდებლო უზრუნველყოფა.
  • ეთიკის კომისიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ასოციაციის შიდა წესებში ცვლილებების გზით, მათ შორის კომისიის ბიუჯეტის ან საშტატო რიცხოვნების შემცირებაზე კომისიის თანხმობის აუცილებლობა.
  • დისციპლინური დებულებაში ცვლილებების შეტანა, სადაც ადვოკატები უზრუნველყოფილი იქნებიან ევროსასამართლოს მიერ დადგენილი სამართლიანი სასამართლოს სტანდარტით, მათ შორის დევნის აღძვრა  გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება ერთი და იგივე პირის მიერ.
  • უზენაეს სასამართლში დისციპლინური საქმის განხილვის საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, ადვოკატის უფლებების დაცვის და ადვოკატის მოთხოვნით პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფით.  
  • ეთიკის კომისიის აპარატის გაძლიერება, საპროცესო ვადების დაცვის და პრაქტიკის ევროსასამართლოს პრაქტიკასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის.
  • ეთიკის კომისიის და უზენაესი სასამართლოს დისციპლინური პრაქტიკის საძიებო სისტემის შექმნა ადვოკატებისთვის.
[blockquote text=”- პროფესიონალიზმი, ეთიკა, კოლეგიალობა” show_quote_icon=”no”]

პროფესიაში შესვლა

  • არადისკრიმინაციული წესების დამკვირდება, პროფესიაში და პროფესიებს შორის გადასვლის გამარტივება. კერძოდ, ადვოკატის გამოცდის შედეგების აღიარება მოსამართლის პროფესიაში შესვლისას.
  • ასოციაციას არ უნდა ჰქონდეს მონოპოლია სტაჟიორების სწავლებაზე, თუმცა მხოლოდ მისი აკრედიტებული დაწესებულებები ახორციელებდნენ სწავლებას ასოციაციის მიერ დადგენილი სასწავლო მოდულით.  
  • სტაჟირების გავლის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს ზედამხედველი ადვოკატის შეფასების განხილვა.
[blockquote text=”- ახალი თაობა – ჩვენი პროფესიის მომავალი” show_quote_icon=”no”]

განგრძობადი განათლება

  • ადვოკატების ინტერესებზე მორგებული კურსები
  • ვიწროდ სპეციალიზებული უფასო ტრენინგები (მათ შორის ადვოკატთა მოთხოვნების საფუძველზე შემუშავებული ტრენინგები)
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი სპეციალიზებული კურსები
  • სხვადასხვა სისტემაში მომუშავე პრაქტიკოსების (სასამართლო, პროკურატურა, მერია, საჯარო რეესტრი და ა.შ.) და ადვოკატების მიერ  ერთობლივად ჩატარებული უფასო ტრენინგები პრობლემურ საკითხებზე
  • საგანმანათლებლო საბჭოს განახლებული ფორმატი
  • ყველა მსურველი ადვოკატისათვის სავალდებულო სწავლების თემატიკის განსაზღვრაში ჩართვის შესაძლებლობა
  • პრაქტიკოსი ადვოკატების და თეორეტიკოსი იურისტების მიერ ერთობლივად შემუშავებული სასწავლო თემატიკა და კურსები
  • ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი რეკომენდაციების შესამუშავებლად შექმნილი ჯგუფები, სადაც მონაწილეობის მიღებას შეძლებს ნებისმიერი მსურველი ადვოკატი შესაბამისი სპეციალიზაციით
  • საუნივერსიტეტო კლინიკების განვითარებაში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობა პრაქტიკოსი ადვოკატების მეშვეობით
  • უცხო ენების შემსწავლელი კურსები ადვოკატებისთვის
  • ფინანსების და აუდიტის შემსწავლელი კურსები ადვოკატებისთვის
  • ახლადგაწევრიანებული ადვოკატებისთვის სპეციალური სწავლების პლატფორმის შექმნა
  • სპეციალიზაციების მიხედვით სასამართლო პრაქტიკის დამუშავება და განზოგადება
  • პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე უფასო რეკომენდაციების/კონსულტაციების სისტების შექმნა – სოციალური ქსელი ადვოკატებისათვის
  • პროფესიაში შემსვლელთათვის პრაქტიკული სწავლება ადვოკატთა ასოციაციისა და უნივერსიტეტების ბაზაზე
  • ადვოკატთან სტაჟირების ეფექტიანობის გაზრდა
  • სტაჟირების პერიოდში პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების ვალდებულება
  • ადვოკატებისთვის კრედიტების მინიჭება პრო ბონო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.
[blockquote text=”- განგრძობადი განათლება წარმატებული პრაქტიკისთვის” show_quote_icon=”no”]

ადვოკატთა კანონის საკითხები

  • თავმჯდომარე ირჩევა 2 წლის ვადით, არაუმეტეს ორჯერ.
  • აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების როტაცია ორ წელიწადში ერთხელ.
  • ადვოკატის მიერ, თავისი უფლებამოსილების განხორციელების დროს, მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების გამარტივება.
[blockquote text=”- დამოუკიდებელი ასოციაცია, ძლიერი ადვოკატი, ეფექტიანი მართლმსაჯულება” show_quote_icon=”no”]

საერთაშორისო პროექტები

  • საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება.
  • ახალი საერთაშორისო პარტნიორები.
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა.
[blockquote text=”- საერთაშორისო ურთიერთობები ადვოკატის სამსახურში” show_quote_icon=”no”]