სამართლებრივი სტატიების კონკურსის პრეზენტაცია
2018 წლის 29 ივნისს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის ორგანიზებით, გიორგი მარგიანის სახელობის სამართლებრივი სტატიების სტუდენტური კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი გიორგაძე და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ შუღაროვა.
პრეზენტაციაზე სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ. ასევე, სიტყვით მიმართეს მათ კონკურსის მხარდამჭერი იურიდიული ფირმების წარმომადგენლებმა – აკაკი ჩარგეიშვილმა (ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი), გიორგი მაისურაძემ (BDO Legal) და კახა შარაბიძემ (Business Legal Bureau). კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს თავიანთი ნაშრომების წარდგენა 10 ოქტომბრამდე შეუძლიათ. დეტალური ინფიორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ http://www.jobs.ge/181042/