სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სისხლის სამართლის ადვოკატებთან

2019 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) გამართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სიფას სისხლის სამართლის ადვოკატებთან. შეხვედრის თემას წარმოადგენდა მითითებულ აუდიტორიასთან, სიფას მიერ მომზადებული კვლევის – “საკუთრების უფლება და სისხლის სამართლის პროცესი” – პირველადი ვერსიის მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარება და მათი მოსაზრებების მოსმენა, კვლევაში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
სიფას მკვლევართა ჯგუფი კვლავ აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან და უწყებებთან, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება კვლევის საბოლოო ვერსია.
კვლევა მიმდინარეობს ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ფინანასური მხარდაჭერით, პროექტის – “საკუთრების უფლება და სისხლის სამართლის პროცესი” – ფარგლებში.