საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ რიგით მე-7 საერთო კრება გამართა
2021 წლის 29 ივნისს, სასტუმროში „ შერატონი გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) გამართა რიგით მეშვიდე საერთო კრება. საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის თავმჯდომარემ, ზვიად კორძაძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სიფას განვლილი 2 წლის საქმიანობის ანგარიში, ისაუბრა სიფას მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო განვითარების და საქმიანობის პერსპექტივებზე.
კრებაზე ჩატარდა მმართველი ორგანოს, გამგეობის, ერთი წევრის არჩევა, გამოკლებული წევრის ნაცვლად, დარჩენილი 1 წლის ვადით. დასახელებული იქნა მხოლოდ ერთი კანდიდატი – გია ზელაშვილი, იურიდიული ფირმა შპს „ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფის“ დირექტორი, რომელიც საერთო კრებაზე წარმოდგენილი სიფას ნამდვილ წევრთა სრული მხარდაჭერით, არჩეული იქნა გამგეობის წევრად.
კრებამ ასევე განიხილა და დაამტკიცა საწესდებო ცვლილება, რომელიც უკავშირდება სიფაში იურიდიული ფირმის ასოცირებულ წევრად მიღების საკითხს და კრიტერიუმებს. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, სიფას უკვე შეიძლება ყავდეს როგორც ნამდვილი, ისე ასოცირებული წევრი იურიდიული ფირმები.
საერთო კრების ბოლოს გაიმართა სიფას მიერ სამშენებლო სამართალში ორგანიზებული, 4 თვიანი (48 კრედიტ საათი), სერთიფიცირებული, სასწავლო, პრაქტიკული კურსის წარმატებულ მსმენელებზე სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიება, რომელთაც სიფას სახელით მიენიჭათ სამშენებლო სამართლის სპეციალისტის კვალიფიკაცია. აღნიშნული სტატუსი, სასწავლო კურსის ფინალური გამოცდის შედეგად დაიმსახურეს შემდეგმა პირებმა:
1. რევაზ დეკანოსიძე
2. მაკა თოდუა
3. ლაშა სვანიძე
4. მარიამ კლდიაშვილი
5. გირშელ ძებნიაური
6. ელენე ტოგონიძე
7. ქეთევან გაჩეჩილაძე
8. შალვა ბუავა
კვალიფიკაციის მინიჭების სერთიფიკატთან ერთად , წარმატებულ მსმენელებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქარი, სამშენებლო ჩაფხუტი, წარწერით „სამშენებლო სამართლის სპეციალისტი“, სიფას ლოგოს მითითებით.
სამშენებლო სამართლის პრაქტიკულ კურსს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ახორცილებდა სიფას წევრ იურიდიულ ფირმა GLCC-თან თანამშრომლობით და მას უძღვებოდნენ ტრენერები ალექსანდრე ქამუშაძე და ნიკოლოზ აბუთიძე.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, რომელიც აერთიანებს 25 წამყვან იურიდიულ ფირმას და 200-მდე ასოცირებულ წევრს, მადლობას უხდის ყველა პარტნიორ და დონორ ორგანიზაციას ამ 2 წლის განმავლობაში მიღებული მხარდაჭერისა და თანმშრომლობისთვის!