სიფას გამგეობის გასვლითი სხდომა

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობამ 1-2 ოქტომბერს გასვლითი სხდომა ჩაატარა Borjomi Likani Health & Spa Centre-ში. დღევანდელი გარემოს გათვალისწინებით მონაწილეებმა იმსჯელეს სიფას როლზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. შესაბამისად შეფასდა ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რომლებსაც ასოციაციამ უნდა უპასუხოს. გამგეობამ ჩამოაყალიბა სამომავლო გეგმების ძირითადი მიმართულებები და შეთანხმდა შემდგომ ნაბიჯებზე.