ტრენინგი იურდიული კლინიკების ზედამხედველი ადვოკატებისთვის
2018 წლის 5-6 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ იურიდიული კლინიკების ზედამხედველი ადვოკატებისთვის ორდღიანი ტრენინგი გამართა. ტრენინგი ინგლისურენოვანი იყო და მას უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი კლინიკური სწავლების სფეროში, პროფ. რიჩარდ გარიმსი.
პროფესორი ტრენინგის მონაწილეებს ესაუბრა იურიდიული კლინიკის სხვადასხვა ფორმისა და პრო ბონო სერვისის თავისებურებებზე. პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით, ტრენინგის მონაწილეებმა საკუთარი თავი გამოსცადეს არა მხოლოდ ზედამხედველი ადვოკატების, არამედ, სტუდენტების, კლიენტების, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლების, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების როლში. ტრენერმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება კლინიკური სწავლების მიმართულებით და მიუთითა იმ სახელმძღვანელო პრინციპებზე, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ იურიდიული კლინიკები.
ტრენინგი სიფას მიმდინარე პროექტის – „იურიდიული კლინიკების როლის გაძლიერება უმაღლეს განათლებაში“ ფარგლებში, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.
ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.