ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

2016 წლის  11-12 ივნისს ამერიკის იურისტთა ასოციაციამ (ABA) და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (ALFG) ჩაატარა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის თემაზე „ზოგადი ინფორმაცია ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შესახებ“. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და ABA-ს წარმომადგენლები. ტრენინგზე ჟურნალისტები გაეცვნენ სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპებს და დებულებებს, ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს დანიშნულებასა და ფუნქციონირების წესებს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. მონაწილეებისთვის ჩატარდა აგრეთვე პრაქტიკული ხასიათის სავარჯიშოები ადვოკატთან გასაუბრებისთვის მოსამზადებლად საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლის მიზნით.
ტრენინგების მიზანია ხელი შეუწყოს სამართლებრივ სფეროში დასაქმებული ჟურნალისტების ცოდნის დონის ამაღლებას სისხლის სამართლის და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ.
ტრენინგი დაფინანსებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) მიერ.