საჯარო ლექცია თემაზე “გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმირების საჭიროება და არსებული სისტემის ნაკლოვანებები”
2016 წლის 11 აგვისტოს, 18:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე “გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმირების საჭიროება და არსებული სისტემის ნაკლოვანებები”.
საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემა გასაუმჯობესებელია, რაც დადასტურებული და აღიარებულია იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რომლებიც ამ თემატიკაზე მუშაობენ. აღნიშნული თემა განსაკუთრებით საინტერესოა start up კომპანიებისთვის ბიზნეს საქმიანობის სწორად დაგეგმვის კუთხით.
საჯარო ლექციაზე მომხსენებლები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად იმსჯელებენ პრაქტიკაში წარმოქმნილ სირთულეებზე, რაც აბრკოლებს ბიზნესის განვითარებას და ცხადყოფს სისტემის რეფორმირების აუცილებლობას.
ნანა ამისულაშვილი – იურიდიული ფირმა VBAT, პარტნიორი
თამთა ივანიშვილი – იურიდიული ფირმა BLC, უფროსი იურისტი
ლექცია ტარდება საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ „გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანიის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით.
რეგისტრაციის ლინკი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScTIh6MC5ULX-b83FosmgUO38qJTpLFnQBlAQrEaf1vGRGEXQ/viewform?c=0&w=1