ბიზნეს ლანჩი „არბიტრაჟთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ“

2014 წლის 23 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ „არბიტრაჟთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ“ ბიზნეს-ლანჩი გამართა.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფირმების ასოციაციაში გაწევრიანებულმა ფირმებმა და ადვოკატებმა.

მოხსენებით წარსდგნენ: ლაშა ნოდია – საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი; იურიდიული ფირმა „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი.

კახა წერეთელი – საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი.

ადვოკატი – სოფო ტყემალაძე- ADR მრჩეველი, მართმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (EWMI-JILEP).

მაკა გოცირიძე – არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი.