სიფას გამგეობამ ახალი თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩია

2022 წლის 19 აპრილს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის განახლებულმა  შემადგენლობამ  სიფას ახალი თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩია.

ასოციაციის თავმჯდომარის მხოლოდ ერთი კანდიდატი  დასახელდა –  იურიდიული ფირმა „ბიელსი“-ს პარტნიორი ქეთევან ქვარცხავა. სხდომაზე წარმოდგენილმა  გამგეობის წევრთა შემადგენლობამ  ერთხმად დაუჭირა მხარი ქეთევან ქვარცხავას კანდიდატურას და 4 წლის ვადით აირჩია ასოციაციის თავმჯდომარედ.

ასოციაციის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ და გამგეობის წევრმა ქეთევან ქვარცხავამ თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატად დაასახელა იურიდიული ფირმა”VBAT” -ის მმართველი პარტნიორი დავით კიკალეიშვილი. გამგეობამ  ერთხმად დაუჭირა მხარი დავით კიკალეიშვილის კანდიდატურას და თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით აირჩია ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილედ.

გამგეობის წევრებმა  მადლობა გადაუხადეს  ზვიად კორძაძეს განვლილი   8 წლიანი პერიოდისთვის,  როცა ის  წარმატებით ხელმძღვანელობდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას!

სიფა ულოცავს ქეთევან ქვარცხავას და დავით კიკალეიშვილს წარმოდგენილ პოზიციებზე   არჩევას და ნაყოფიერ 4 წლიან პერიოდს უსურვებს!