„დანაშაულის პროვოკაციის აკრძალვა“ – კვლევის პრეზენტაცია
2017 წლის 31 ივლისს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით კვლევის – „დანაშაულის პროვოკაციის აკრძალვა“ პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა დანაშაულის პროვოკაციის სამართლებრივ საფუძვლებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის ანალიზს წარმოადგენს და მიზნად ისახავს დანაშაულის პროვოკაციის ამკრძალავი საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას. კვლევა განხორციელდა სიფას მიერ განხორციელებული პროექტის – „სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება“ ფარგლებში.