თბილისის საქალაქო სასამართლოში ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

IMG_4049xz

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატებისთვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის პრეზენტაცია შედგა. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედინმა დამსწრე ადვოკატებს გააცნო პროგრამის შესახებ ინფრომაცია და განაცხადა, რომ პროგრამა ეხება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებას. კერძოდ, პროგრამის მეშვებით სასამართლოში მხარეებს, საჩივრის ავტორს ან მის ადვოკატს ელექტრონულად შეეძლება საქმის მასალების წარდგენა, ელექტრონულად ნახონ მინიჭებული საქმის ნომერი. ამასთან, მხარეები შეძლებენ ელექტრონულად ადევნონ თვალი საქმის მიმდინარეობის ეტაპს, ექნებათ წვდომა ელექტრონულად მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, შეპასუხებაზე. პროგრამა ასევე სთავაზობს მხარეებს საქმის მასალების გაგზავნის შესაძლებლობას ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული გულისხმობს, რომ მოსარჩელეს, მოპასუხეს ან მათ ადვოკატს ელექტრონულად შეეძლება საქმის მასალების გაგზავნა ფოსტის მეშვეობით და ამისთვის არ იქნება საჭირო ფიზიკურად ფოსტაში მისვლა. პროგრამის მეშვეობით შეძლებენ მხარეები გააგზავნონ დოკუმენტები ფოსტაში და ჩავარებულად ჩაეთვლებათ ფოსტაში გაგზავნის თარიღი, მათი კომპიუტერიდან საბუთების გაგზავნის თარიღი და საათი.
პროგრამა არის ფასიანი და მისი სარგებლობის ფასი, ერთჯერადი მოქმედების შესრულების ფასი 10 ლარია თვეში. მოქმედებების რაოდეონბის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ 50, 70, 200, 1200, ან 4000 ლარიანი პაკეტი.
დამატებით, პროგრამის თაობაზე ინფორმაცია დაიდება ჩვენს საიტზე მოგვიანებით, ასევე იგეგმება, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრებისათვის პრეზენტაცია და პროგრამის გამოყენების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება.