საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მედიის წარმომადგენლებს შეხვდა სასტუმრო Rooms Hotel Tbilis-ში.
ასოციაციის წევრი ცნობილი ადვოკატები, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჟურნალისტებს ორკვირიან ტრენინგებს ჩაუტარებენ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, ჟურნალისტები მიიღებენ ინფორმაციას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებების შესახებ. ინფორმაციის მოპოვების თაობაზე სასამართლო დარბაზში და სასამართლოს დარბაზის გარეთ, საჯარო და კერძო პირების კრიტიკის ზღვარის, ჟურნალისტური ეთიკის და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ, რომელსაც ჟურნალისტები ყოველდღიურად ხვდებიან სიუჟეტების ან გადაცემების მომზადებისას.