სიფა აგრძელებს ტრენინგს “საქართველოს შრომის კოდექსში ბოლო დროს შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით”
2021 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის(სიფა) ადვოკატებისთვის გაგრძელდა ტრენინგი თემაზე: „ საქართველოს შრომის კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები“, რომელიც მთლიანად დაეთმო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას და აქტუალური და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებას.
ტრენინგს სესიების შესაბამისად უძღვებოდნენ: ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი – ეკატერინე გასიტაშვილი.
ტრენინგს ესწრებოდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის 20-მდე ადვოკატი.
ტრენინგი ორგანიზებული იყო კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) მიერ შეთავაზებული მცირე გრანტის ფარგლებში და მისი “ დაფინანსება უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის ქვე-კონტრაქტის ფარგლებში. პროექტის მთლიანი ღირებულების 100% დაფინანსდა ფედერალური ფონდებით. მოცემული საინფორმაციო შინაარსის მასალა უპირობოდ არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას”. CIPE Europe & Eurasia Solidarity Center Safe Business is Your Choice