ტრენინგი გადახდისუუნარობის სამართალში
2015 წლის 17 აპრილს 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამამ (CLDP) ჩაატარა ტრენინგი გადახდისუუნარობის სამართალში. კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია და ტრენინგში სიფას წევრი ადვოკატები მონაწილეობდნენ.
ტრენინგებს უძღვებოდნენ ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები. სასემინარო მუშაობისას ადვოკატები გაეცვნენ გადახდისუუნარობის კანონდებლობაში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და განვითარებას, ყურადღება გაამახვილდა რეაბილიტაციის პროცესსა და ამ პროცესში მონაწილე პირების რისკებზე, აშშ-ის და ევროპულ გადახდისუუნარობის კანონდებლობასა და მოდელურ კანონზე.