April 2015

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ახორციელებს კვლევას “უკანონო შემოსავლის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონით ადვოკატებისთვის დადგენილი ვალდებულებების შესაბამისობასთან საერთაშორისო სტანდარტებთან. 2015 წლის 2 აპრილის ფინანსური მონიტორინის სამსახურის ავტორობით და მთავრობის მიერ ინიცირებული “უკანონო შემოსავლების და ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონი”-ს ცვლილებებით დადგინდა დამატებითი

2015 წლის 17 აპრილს 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამამ (CLDP) ჩაატარა ტრენინგი გადახდისუუნარობის სამართალში. კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია და ტრენინგში სიფას წევრი ადვოკატები მონაწილეობდნენ. ტრენინგებს უძღვებოდნენ

2015 წლის 7 აპრილს 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადვოკატებთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებებზე “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” წევრი საადვოკატო ბიუროების იურისტები 2014 წლის ოქტომბიდან მუშაობენ.

2015 წლის 2 აპრილს, 18:30 საათზე, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრებსა და ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ფონდ „ღია საზოგადოება– საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტ – „სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის