ტრენინგი “რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლეები”.
2021 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, მისივე წევრებისთვის ორგანიზება გაუწია ტრენინგს თემაზე : “რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლეები”. ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: – –
-გადახდისუუნარობის ახალი რეჟიმების ზოგადი მომიხილვა, მიზნები და პროცედურული ჩარჩო;
– პროცესის წამოწყების ორმაგი ტესტი და მისი დაძლევა;
– გადახდისუუნარობის მასა, მისი შედგენა, მასიდან ქონების გამოთხოვა და ამოღება;
– კრედიტორები, უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებების დაბალანსება სამეურვეო მასის ორ აუზად დაყოფის გზით; კრედიტორული მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის შედგენა;
– საცილო ქმედებები, მათი დანიშნულება და გამოყენება მასის შესავსებად, სარჩელების წამოება;
– რეგულირებული შეთანხმება – ახალი ხედვა და შესაძლებლობა კრიზისის დასაძლევად;
ტრენინგს უძღვებოდა სიფას წევრი, იურიდიული ფირმა VBAT-ის პარტნიორი, გადახდისუუნარობის ავტორიზებული პრაქტიკოსი, ნანა ამისულაშვილი.
ტრენინგს ესწრებოდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის 20-მდე წევრი.