ტრენინგი “საქართველოს შრომის კოდექსში ბოლო დროს შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით”
2021 წლის 16-17 ოქტომბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ადვოკატებისთვის, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) მიერ შეთავაზებული მცირე გრანტის საფუძველზე, ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ეხებოდა საქართველოს შრომის კოდექსში ბოლო დროს შესულ ძირეულ ცვლილებებს.
ტრენინგს სესიების შესაბამისად უძღვებოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი – ეკატერინე გასიტაშვილი, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი, სამართლის დოქტორი, Jean Monnet პროფესორი, ასოციაციის “ევროპის დროით” თავმჯდომარე – ეკატერინე ქარდავა, კორძაძის საადვოკატო ბიუროს პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი – ნინო ბოგვერაძე და იურიდიული ფირმა Mg Law პარტნიორი, სამართლის დოქტორი – გიორგი სვანაძე.
ტრენინგს ესწრებოდა იურიდიული ფირმების ასოციაციის 20-მდე ადვოკატი.
“ტრენინგის დაფინანსება უზრუნველყოფილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის ქვე-კონტრაქტის ფარგლებში. პროექტის მთლიანი ღირებულების 100% დაფინანსდა ფედერალური ფონდებით. მოცემული საინფორმაციო შინაარსის მასალა უპირობოდ არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას”. CIPE Europe & Eurasia Solidarity Center Safe Business is Your Choice Georgia