იურიდიულ კომპანია „ბიჯიაი“-ზე (BGI) განხორციელებული თავდასხმის შესახებ
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია გამოხატავს აღშფოთებას მისი წევრი კომპანია „ბიჯიაი“-ს (BGI) მიმართ 14 მარტს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო. აგრესორების ჯგუფმა კომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაუშინა ბეტონის ნატეხები, ყვავილის ქოთნები და ხის ფიცრები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე განლაგებული სკამებიდან მოამტვრიეს.