იურიდიულ კომპანია „ბიჯიაი“-ზე (BGI) განხორციელებული თავდასხმის შესახებ

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია გამოხატავს აღშფოთებას მისი წევრი კომპანია „ბიჯიაი“-ს (BGI) მიმართ 14 მარტს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო. აგრესორების ჯგუფმა კომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაუშინა ბეტონის ნატეხები, ყვავილის ქოთნები და ხის ფიცრები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე განლაგებული სკამებიდან მოამტვრიეს. დაშავებულია ერთი თანამშრომელი. მათ ოფისში შესვლის მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა რკინის კარები ვერ შეანგრიეს. მიმდებარე კამერებით და გავრელებული ვიდეო მასალით შესაძლებელია თითოეულის დენტიფიცირება. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია გმობს ყველა ფორმის ძალადობას და მიუღებლად თვლის საზოგადოებაში დაუსჯელობის შეგრძნების წახალისებას. ჯანმრთელობის და ქონების განზრახ დაზიანება მკაცრად უნდა დაისაჯოს. ამგვარი თავდასხმების პრევენცია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ადეკვატური რეაგირებით მოხდება.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დეტალურად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისრონ დამნაშავეთა ჯგუფს. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მკაცრად მიადევნებს თვალს მიმდინარე გამოძიების ტემპს და შედეგებს