ტრენინგი “ქონების გადასახადის სამართლებრივი ბუნება და ადმინისტრირება”
2019 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) , მისი წევრი ადვოკატებისთვის, ორგანიზება გაუწია ტრენინგს, თემაზე: “ქონების გადასახადის სამართლებრივი ბუნება და ადმინისტრირება”. ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქონების გადასახადით დაბეგვის სუბიექტები და ქონება, რომელზედაც ვიხდით გადასახადს; სტრუქტურული სხვაობა გადასახდის გადამხდელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ქონების გადასახადით დაბეგვრისას; ქონების გადასახადის გადახდის პრინციპი – საბალანსო თუ საბაზრო ღირებულება? მოიცავს თუ არა ქონების გადასახადის ღირებულება დღგ-ს მოცულობას დაბეგვრისას? ტრენინგს უძღვებოდა სიფა-ს წევრი, იურიდიული ფირმა “ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი”-ის დირექტორი აკაკი ჩარგეიშვილი. ტრენინგში მონაწილეობას იღებდა 18 ადვოკატი