სიფამ ინსტიტუციური აკრედიტაცია განაახლა
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას 2015 წლიდან მინიჭებული აქვს ინსტიტუციური აკრედიტაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ. შედეგად სიფა-ს მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებზე დასწრება ადვოკატებს ეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების სავალდებულო მოთხოვნების ფარგლებში. აკრედიტაციას ვადა აქვს 3 წელი და მიმდინარე წლის ოქტომბერში ინსტიციური აკრედიტაციის ხელახალი მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
სიფამ აკრედიტაციის განაცხადთან ერთად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას წარუდგინა დაგეგმილი ხუთი საგანმანათლებლო ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია. აღმასრულებელმა საბჭომ იმსჯელა და შედეგად სიფას 2021 წლის ოქტომბერში კვლავ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია მომდევნო სამი წლის ვადით