ბიზნეს ლანჩი
2014 წლის 5 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ბიზნეს-ლანჩი გამართა თემაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების აქტუალური საკითხების მიმოხილვა”.
ღონისძიებას მხარი დაუჭირა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამას“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფირმების ასოციაციაში გაწევრიანებულმა ფირმებმა და ადვოკატებმა. მოხსენებით წარსდგნენ ადვოკატები: ქეთი ქვარცხავა, ნანა ამისულაშვილი, ლაშა ნოდია, კახა წერეთელი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – ირაკლი ადეიშვილი.
იურიდიული ფირმების ასოციაციაში გაერთიანებული ფირმები შეთანხმდნენ, რომ ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიები დააზღვევენ წევრი ადვოკატების პროფესიულ პასუხისმგებლობას.
ბიზნეს ლანჩზე “პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ დეკლარაციას“ მოეწერა ხელი, რაც გულისხმობს კლიენტისათვის შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.