„დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობის შეფასება“

2016 წლის 21 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სისხლის მიმართულების ადვოკატებს შორის. სამუშაო შეხვედრაზე სიფა-მ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს გააცნო კვლევის „დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობის შეფასება“ შუალედური შედეგები. შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები კვლევაში ასახულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს საბოლოო რეკომენდაციების შემუშავებას. სიფა განაგრძობს სამუშაო შეხვედრებსა და განხილვებს ყველა დაინტერესებულ ორგანოსთან თუ ორგანიზაციასთან საბოლოო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. კვლევა შემუშავებულია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის „მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მონიტორინგი სისხლის სამართლის პროცესში“ ფარგლებში. 2016 წლის 21 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სისხლის მიმართულების ადვოკატებს შორის. სამუშაო შეხვედრაზე სიფა-მ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს გააცნო კვლევის „დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობის შეფასება“ შუალედური შედეგები. შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები კვლევაში ასახულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს საბოლოო რეკომენდაციების შემუშავებას. სიფა განაგრძობს სამუშაო შეხვედრებსა და განხილვებს ყველა დაინტერესებულ ორგანოსთან თუ ორგანიზაციასთან საბოლოო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. კვლევა შემუშავებულია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის „მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მონიტორინგი სისხლის სამართლის პროცესში“ ფარგლებში.