„პერსონალური მონაცემების დაცვა“ – სიფას ახალი პროექტი

ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ახალი პროექტის -„პერსონალური მონაცემების დაცვა“ განხორციელება დაიწყო.

27-28 ივნისს ჩატარდა ტრენერების მომზადების ტრენინგი,  რომელსაც წარუძღვნენ პერსონალური მონაცემების ყოფილი ინსპექტორები, სიფას მეგობრები, თამარ ქალდანი და ლონდა თოლორაია. სიფას წევრები, რომლებმაც დაასრულეს კურსი, ჩაერთვებიან პროექტის განხორციელებაში, ჩაატარებენ შეხვედრებსა და ტრენინგებს სხვადასხვა ბიზნეს ასოციასიებისა და მხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან თბილისსა და რეგიონებში.