“გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმირების საჭიროება და არსებული სისტემის ნაკლოვანებები”

2016 წლის 17 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმირების საჭიროება და არსებული სისტემის ნაკლოვანებები”.

საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემა დაუხვეწავია და ბევრად ჩამორჩება თანამედროვე სტანდარტებს. ეს გარემოება დადასტურებული და აღიარებულია იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რომლებიც ამ თემატიკაზე მუშაობენ. თუმცა, ნაკლოვანი კანონმდებლობით გამოწვეული სირთულეები და ხშირად კურიოზული შემთხვევებიც კი მეტწილად ვიწრო პროფესიული წრის განსჯადი და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი რჩება. ამ საჯარო ლექციის მიზანი იყო განიხილა და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ემსჯელა პრაქტიკაში წარმოქმნილ სირთულეებზე, რაც აბრკოლებს ბიზნესის განვითარებას და ცხადყოფს სისტემის რეფორმირების აუცილებლობას.

მომხსენებლები იყვნენ სიფას ექსპერტები:
ნანა ამისულაშვილი – იურიდიული ფირმა VBAT, პარტნიორი
თამთა ივანიშვილი – იურიდიული ფირმა BLC, უფროსი იურისტი

ლექცია ჩატარდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ „გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანიის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით.