
სამუშაო შეხვედრა სიფას წევრების მონაწილეობით
2020 წლის 23 იანვარს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა), წევრებისთვის ორგანიზება გაუწია სამუშაო შეხვედრას. შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
– ახლად მიღებული კანონი “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ”
– ნომინალური მფლობელობის ანგარიშების გახსნა ადვოკატების/საადვოკატო ბიუროების მიერ
– ფულის გათეთრების და ტერორიზმის რისკების შეფასების ანგარიში ადვოკატებისთვის
– კონფიდენციალობის დაცვა
სამუშაო შეხვედრაზე ექსპერტად მოწვეული იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიული სამმართველოს დირექტორი – მალხაზ ნარინდოშვილი.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო სიფას 23-მა წევრმა, ადვოკატმა