სამუშაო შეხვედრა სუზან ლისთან და ტონი სტრიველერთან
2016 წლის 23 ივნისს, გაიმართა შეხვედრა სიფა-ს სისხლის მიმართულების ადვოკატებსა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მოწვეულ აშშ-ს მოსამართლე ქ-ნ სუზან ლისთან და პრობაციის სამსახურის მრჩეველ ბ-ნ ტონი სტრიველერთან. შეხვედრის თემა ეხებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ წინასასამართლო (ბრალდებულის) პრობაციის სამსახურის ინსტიტუტს, რომლის ქართული მოდელის შესახებ კანონპროექტი ამჟამად მომზადების სტადიაზეა. წინასასამართლო (ბრალდებულის) პრობაციის ინსტიტუტი წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე სასამართლოს წარუდგენს ობიექტურ ინფორმაციას ბრალდებულის პიროვნების შესახებ, რის შემდეგაც მოსამართლე განსაზღვრავს ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების პირობებს. შეხვედრა მიმდინარეობდა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში.