საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრთა საერთო კრება
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ წევრთა საერთო კრება
2023 წლის 21 ივნისს სასტუმრო „პულმანში“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) რიგით მეცხრე საერთო კრება გამართა. საერთო კრება გახსნა და მის წარმართვას ხელმძღვანელობდა ასოციაციის თავმჯდომარე ქეთევან ქვარცხვა.
კრების დასაწყისში, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან მახარაშვილმა წევრებს გააცნო 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და სიფას მიმდინარე პროექტები.
ქეთევან ქვარცხავამ კრებას გააცნო მიმდინარე წლის სამუშაო მიმართულებები. კრების მონაწილეებმა აგრეთვე გამოთქვეს თავისი მოსაზრებები.
ქეთევან მახარაშვილმა კრებას წარუდგინა სიფას წესდების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მეწარმეთა შესახებ კანონის ახალ მოთხოვნებს და პრაქტიკაზე დაფუძნებულ ტექნიკურ საკითხებს. გამგეობის შემოთავაზებით, სიფაში ასოცირებულ წევრად შესვლის უფლება მიენიჭება ადვოკატის სტატუსის არმქონე იურისტებს. კრებამ ერთხმად დაამტკიცა შემოთავაზებული ცვლილებები.
2023 წლის ივნისიდან სიფას შემოუერთდა ახალი ასოცირებული წევრი იურიდიული კომპანია – LTA – lta.ge. კომპანიის მმართველი პარტნიორი, გიორგი ცაგურია მიესალმა კრების მონაწილეებს და გააცნო ფირმის საქმიანობა.
ამით საერთო კრება დასრულდა.