საქართველოს იურიდიულ ფირმების ასოციაციის საერთო კრება

2016 წლის 25 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო “Holiday  Inn  Tbilisi”- ში გაიმართა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის საერთო კრება. ასოციაციის თავმჯდომარემ კრებაზე წარმოადგინა 2015 წლის წლიური ანგარიშისა და ასოციაციის პირველი ჟურნალის პრეზენტაცია. წლიური ანგარიში მოიცავდა სიფა-ს  მიერ 2015 წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს, მათ შორის: საგანმანათლებლო ღონისძიებები, ტრენინგები, ლანჩ შეხვედრები, სიფა-ს გამოცემები, საკანონმდებლო ცვლილებები, ადვოკატთა კლუბი, მიმდინარე პროექტები და სხვ.

სიფა-ს ჟურნალი  გამოიცემა კვარტალში ერთხელ და მის პირველ გამოცემაში წლიურ ანგარიშთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ  სამეცნიერი სტატიები, სამართლის ძეგლი და სხვა საინტერესო ინფორმაცია იურიდიული წრის წარმომადგენლებისთვის.

საერთო კრების დასასრულს, სიფა-ს წევრი იურიდიული კომპანიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს სტაჟირების ერთიანი მოდელის დანერგვის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმზე ხელმოწერით ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიები იწყებენ ადვოკატის პროფესიაში სტაჟირების გავლის ერთიანი წესების ამოქმედებას.