საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის საერთო კრება N5
2018 წლის 12 აპრილს, სასტუმროში “Radisson Blu Iveria” საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) რიგით მეხუთე საერთო კრება გამართა.
საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის თავმჯდომარემ, ზვიად კორძაძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სიფას განვლილი 4 წლის საქმიანობის ანგარიში, აუდიტის ფინანსური დასკვნა, ისაუბრა სიფას მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
კრების დასასრულს ჩატარდა სიფას მმართველი ორგანოს, კერძოდ გამგეობის წევრების არჩევნები. სულ 16 კანდიდატი იყო დასახელებული, მათგან კი, სიფას ნამდვილ წევრთა ხმათა უმრავლესობით 12 კანდიდატი აირჩა. გამგეობის ახალი შემადგენლობა უკვე შეუდგა თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ასოციაციას. კერძოდ, გამგეობის წევრები გახდნენ:
- აკაკი ჩარგეიშვილი (სპს „აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი“)
- ამირან მაკარაძე – (შპს “ბეგიაშვილი და კომპანია”)
- გიორგი სვანაძე – (შპს „იუაი საქართველო“ – EY Georgia)
- გოჩა სვანიძე – (კს „სვანიძე და პარტნიორები“)
- დადუნა კოხრეიძე – (შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“)
- დავით კიკალეიშვილი – (შპს „იურიდიული ფირმა VBAT“)
- ზვიად კორძაძე – (კს „კორძაძის საადვოკატო ბიურო“)
- კახა შარაბიძე – (შპს „ბიზნეს ლიგალ ბიურო“ – BLB)
- სანდრო ბიბილაშვილი – (შპს „ბი–ჯი–აი ედვაიზორი სერვის იზ ჯორჯია“ BGI )
- სოფო როინიშვილი – (სპს “საადვოკატო ბიურო კორძახია ჟღენტი”)
- ქეთევან მირიანაშვილი – (Law Consulting Group
- ქეთევან ქვარცხავა – (შპს „ბი–ელ–სი“ – BLC)
სხდომაზე გამგეობის ახალმა შემადგენლობამ ხმათა უმრავლესობით ასოციაციის თავმჯდომარედ ზვიად კორძაძე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ ქეთევან ქვარცხავა აირჩია.
ღონისძიების შემდეგ, სიფამ რესტორანში „ქეთო და კოტე“ აღნიშნა ასოციაციის დაფუძნებისა და წარმატებული საქმიანობის ოთხი წელი. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია 2014 წლიდან არსებობს და მასში 27 წამყვანი იურიდიული ფირმაა გაერთიანებული.
სიფა მადლობას უხდის ყველა პარტნიორ დონორ ორგანიზაციას ამ 4 წლის განმავლობაში მიღებული მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.