საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა გამართა
2024 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ მოიწვია 5 ძირითად პოლიტიკური პარტია, აგრეთვე სიფას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქარტველოს არბიტრთა ასოციაციის წევრები და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლები.
სამოცზე მეტ იურისტს თავისი ხედვები წარუდგინეს „ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მოდერნიზაციის საჭიროებაზე, ანტიკორუფციული სამსახურის და პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე და სამართლებრივი მომსახურებების გაუმჯობესებაზე.
კითხვა-პასუხის რეჟიმში ადვოკატებმა წამოჭრეს საკანონმდებლო და ტექნიკური საკითხები, რომლებსაც პირდაპირი გავლენა აქვთ მართლმსაჯულების ობიექტურობასა და ეფექტურობაზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის მთავარ პრიორიტეტს სასამართლოს განაჯსაღება უნდა წარმოადგენდეს. პოლიტიკური პროცესების გაუმჯობესება, ბიზნესის წარმატება და ზოგადად ქვეყნის განვითარება მხოლოდ დამოუკიდებელი მოსამართლის და გამართული პროცესის მეშვეობით მოხდება.