შეხვედრა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ასოცირებულ წევრებთან
2019 წლის 8 აპრილს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარემ – ზვიად კორძაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა – თამარ მეტრეველმა შეხვედრა გამართეს სიფას იმ ასოცირებულ წევრებთან, რომლებიც დასაქმებული/გაერთიანებული არ არიან ასოციაციის წევრ იურიდიულ ფირმებში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ასოციაციის წევრებისათვის ახალი აღმასრულებელი დირექტორის წარდგენა და ასოცირებული წევრების მოსაზრებების მოსმენა სიფას საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე. შეხვედრაზე განხილული იქნა სისხლის სამართლის პროცესის პრობლემატური საკითხები და ამასთან დაკავშირებით სიფას მენეჯმენტისათვის შეთავაზებული საპროექტო იდეა, მედიაციის კანონპროექტზე სამუშაო ჯგუფის შექმნა, სასწავლო კურსის ორგანიზება პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე მრგვალი მაგიდის შეხვედრის ორგანიზება; საინტერესო, პრეცედენტულ ან/და პრობლემატურ დავებზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების დაშტრიხული ფორმით გაზიარება სიფას წევრების დახურულ ფბ. ჯგუფში, ღონისძიებათა კალენდრის შექმნა და ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ზედ დატანა. თავმჯდომარემ წევრებს სამსჯელოდ წარუდგინა იდეა, რომელიც გულისხმობს სიფას მიერ იურიდიული პირის დაფუძნებას და წევრებისათვის ისეთი მომსახურების შეთავზებას, როგორიცაა: სასამართლო სხდომის ოქმების გაშიფვრა, სამართლებრივი დოკუმენტების თარგმნა, საფოსტო მომსახურება და სხვა.
სიფას თავმჯდომარემ წევრებს ასევე აცნობა საწევრო გადასახადის გაზრდის თაობაზე, რომელიც ორგანიზაციას ესაჭიროება ინსტიტუციური მდგრადობის შესანარჩუნებლად და წესდებით განსაზღვრული საქმიანობების ხელშეუშლელად განსახორცილებლად.
შეხვედრას ეწრებოდა 20 ასოცირებული წევრი.