სიფას წევრი ადვოკატების შეხვედრა “სასამართლოებში კომერციული სპეციალიზაციის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით”

2019 წლის 24 აპრილს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი ადვოკატების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა/დისკუსია თემაზე: “თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში კომერციული სპეციალიზაციის შექმნის შედეგად სიფას წევრი ადვოკატების  საქმის წარმოების გამოცდილება”.

 

წევრებმა ისაუბრეს პრობლემებსა და  მათ პრაქტიკულ გამოცდილებაზე  წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით და დასახეს სამომავლო ნაბიჯები/ღონისძიებები პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდა 18 ადვოკატი .