იურიდიული კომპანია „სუქნიძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია ნინო სუქნიძე. მას აქვს ქართულ ბაზარზე ბიზნეს სამართლის მიმართულებით მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება და საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობს როგორც ქართველ ისე უცხოელ კლიენტებთან. ნინოს აქვს როგორც ტრანზაქციებზე მუშაობის ასევე დავებში წარმომადგენლობის დიდი გამოცდილება და შეუძლია უნიკალური წვლილი შეიტანოს თქვენი ტრანზაქციის განხორციელებაში, მოლაპარაკებასა თუ დავაში.
„სუქნიძე და პარტნიორები“ კლიენტებს სთავაზობს სრულ იურიდიულ მომსახურებას სხვადასხვა სფეროებსა და საკითხებში, მათ შორის: საბანკო, საფინანსო, კორპორაციული და შრომის სამართლის საკითხები, უძრავი ქონება, საერთაშორისო და ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრები, მარეგულირებელი გარემო, ელექტრონული კომუნიკაციები, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, კონკურენცია, სასამართლო დავები, არბიტრაჟი და სხვა.
კომპანიის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული.
კომპანიის გუნდის შესახებ ინფორმაცია იხილეთ: http://suknidzeandpartners.com/team/
ჩვენ გაგიწევთ მაღალი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას და შემოგთავაზებთ სხვადასხვა საკითხის ინოვაციურად გადაწყვეტის პრაქტიკულ გზებს.
დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს თქვენი ბიზნესისათვის ექსპერტული რჩევის მისაღებად!
ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თქვენი ბიზნესის იურიდიული კომპასი!