ტრენინგი – ბლოქჩეინ ტექნოლოგიები და მათი რეგულირება
2022 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, მისი წევრი ადვოკატებისთვის, ორგანიზება გაუწია ტრენინგს თემაზე „ბლოქჩეინ ტექნოლოგიები და მათი რეგულირება“. ტრენინგს უძღვებოდნენ პავლე მგელაძე და ლევან ბოძაშვილი. ტრენინგზე განხილული იქნა ბლოქჩეინის ძირითადი პრინციპები, ციფრული აქტივები, ტოკენიზაცია და შესაბამისი გარიგებების ტიპები, აპლიკაციები და მათი გამოყენების სპეციფიკა. აგრეთვე, წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა ქვეყნების მიერ ბლოქჩეინის ტექნოლოგიების გამოყენების და რეგულირების პრაქტიკა.