ტრენინგი საგადასახადო სამართალში
2018 წლის 2 მარტს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ სასტუმროში „Rooms Hotels Tbilisi” საგადასახადო სამართლის ტრენინგი გამართა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორი, ქეთევან ქვარცხავა და კომპანია EY საქართველოს საგადასახადო და იურიდიული მიმართულების პარტნიორი, ზურაბ ნიკვაშვილი. ღონისძიებას სიფას წევრი ადვოკატები ესწრებოდნენ, რომლებსაც მომხსენებლებმა მიაწოდეს ინფორმაცია საწარმოს დაფუძნების, რეორგანიზაციის და დაფინანსების ზოგიერთი საგადასახადო ასპექტის შესახებ. ასევე, ტრენერებმა ისაუბრეს კომპანიის დაფინანსების მოდელის შერჩევისას გასათვალისწინებელ საგადასახადო საკითხებზე და დივიდენდის გაცემის საკითხზე.
ტრენინგი კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ღონისძიება განხორციელდა სიფას მიმდინარე პროექტის „ადვოკატის როლის გაძლიერება მართლმსაჯულების სისტემაში“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობა საქართველოში“ (PROLoG).