ტრენინგი “საკუთრების უფლება სისხლის სამართლის პროცესში”
2019 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: „საკუთრების უფლება სისხლის სამართლის პროცესში“. ტრენინგს უძღვებოდნენ სიფას წევრები, იურიდიული ფირმა VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე, VBAT-ის უფროსი იურისტი თინათინ ცხვედიანი და სიფას სისხლის სამართლის ჯგუფის წევრი ალექსანდრე ნოსელიძე. ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა პრეცედენტული სამართალი და ქართული კანონმდებლობა სისხლის სამართლის პროცესში ყადაღის, ქონების ჩამორთმევისა და ნივთმტკიცების ამოღების საკითხებზე; სასამართლო პრაქტიკა ყადაღის გამოყენებისას. ტრენინგში მონაწილეობას იღებდა სიფას წევრი 15 ადვოკატი.